Sunday, June 4, 2017

ინტელის პროექტი

 წიგნი   თუ   კომპიუტერი


       კურსის  რეფლექსია

   მე   როგორც  მასწავლებელმა ,   გავიარე  მასწავლებელთა ინტელის  სასწავლო  პოგრამა.             ვფლობდი   მხოლოდ   ინტერნეტის   საძიებო   სისტემას    და  ელ-  ფოსტის  მოხმარებას.  აღნიშნული  ტრენინგის   გავლის  შემდეგ   შევისწავლეთ  ინტელის -ის  გამოყენება  სასწავლო  პროცესში,   შეფასებისათვის,     სასწავლო  გარემოს  ინტერესისა  და მრავალფეროვნებისათვის,რაც   მთავარია   გავიგეთ   როგორ  ვაწარმოოთ   ელექტრონული  პორთფოლიო.  ტრენინგის  დადებითი  მხარე  იყო  ის,   რომ  შემიძლია   დავგეგმო   სწავლებაზე   ორიენტირებული  პროექტი /ტრენინგზე   გავიგეთ  და შევისწავლეთ, როგორ  დავამყაროთ   ინტელის- ის გამოყენებით  საგანთ  შორის   კავშირი, როგორ  ვაჩვენოთ  მოსწავლეებს   ვიზუალურად  აღწარილი  მასალა, ვასწავლოთ  ინფორმაციის  მოძიება  სხვადასხვა  წყაროებიდან,  ინფორმაციის  ორგანიზება,  შენახვა.   შევისწავლეთ   ინტელის დახმარებით  გაკვეთილების  დაგეგმვა,  ელექტრონული  ვერსიის  მომზადება.   ტრენინგზე   საინტერესო  იყო  როგორ  უნდა   წარვადგინოთ  ეფექტიანი  ელექტრონული   პრეზენტაცია,   პრეზენტაციის   წარმართვა  და  უკუკავშირის  მიღება  აუდიტორიიდან.
       ტრენინგი  საინტერესო   იყო  იმითაც,რომ  ,  გავიგე  როგორ  უნდა  შევქმნათ   შეფასების  სქემებისა   და  რუბრიკების   ელექტრონული  ვერსია და გამოვიყენოთ ის სასწავლო
პროცესში.ტრენინგმა საშუალება მოგვცა შევქმნათ ელექტრონული ბლოგი.
        ტრენინგზე   მიღებული  ცოდნა   დამეხმარება  შევქმნა  სრულიად   განსხვავებული  და  საინტერესო   სასწავლო  პროექტი.
      

Saturday, June 3, 2017

ტრენინგის   მერვე დღის  რეფლექსია
   

ტრენინიგის  მე-8  დღეს  შევისწვლეთ  როგორ   ვიმუშაოთ   შეფასების  რუბრიკებძზე,ყურაღება მივაქციეთ  დიფერენცირებული  სწავლების მეთოდებს,

   გავაანალიზეთ ,როგორ  ჩავრთავთ  შეზღუდული  შესაძლებლობის მოსწავლეებს სასწავლო პროექტში,
       გავაანალიზეთ   მიზანი,  რომელიც   უნდა  აისახოს შედეგშ.,
        

სასწავლო პროექტი - წიგნი თუ კომპიუტერი