წიგნი თუ კომპიუტერი
კურსის რეფლექსია
კურსის რეფლექსია
მე როგორც მასწავლებელმა , გავიარე მასწავლებელთა ინტელის სასწავლო პოგრამა. ვფლობდი მხოლოდ ინტერნეტის საძიებო სისტემას და ელ- ფოსტის მოხმარებას. აღნიშნული ტრენინგის გავლის შემდეგ შევისწავლეთ ინტელის -ის გამოყენება სასწავლო პროცესში, შეფასებისათვის, სასწავლო გარემოს ინტერესისა და მრავალფეროვნებისათვის,რაც მთავარია გავიგეთ როგორ ვაწარმოოთ ელექტრონული პორთფოლიო. ტრენინგის დადებითი მხარე იყო ის, რომ შემიძლია დავგეგმო სწავლებაზე ორიენტირებული პროექტი /ტრენინგზე გავიგეთ და შევისწავლეთ, როგორ დავამყაროთ ინტელის- ის გამოყენებით საგანთ შორის კავშირი, როგორ ვაჩვენოთ მოსწავლეებს ვიზუალურად აღწარილი მასალა, ვასწავლოთ ინფორმაციის მოძიება სხვადასხვა წყაროებიდან, ინფორმაციის ორგანიზება, შენახვა. შევისწავლეთ ინტელის დახმარებით გაკვეთილების დაგეგმვა, ელექტრონული ვერსიის მომზადება. ტრენინგზე საინტერესო იყო როგორ უნდა წარვადგინოთ ეფექტიანი ელექტრონული პრეზენტაცია, პრეზენტაციის წარმართვა და უკუკავშირის მიღება აუდიტორიიდან.
ტრენინგი საინტერესო იყო იმითაც,რომ , გავიგე როგორ უნდა შევქმნათ შეფასების სქემებისა და რუბრიკების ელექტრონული ვერსია და გამოვიყენოთ ის სასწავლო
პროცესში.ტრენინგმა საშუალება მოგვცა შევქმნათ ელექტრონული ბლოგი.
ტრენინგზე მიღებული ცოდნა დამეხმარება შევქმნა სრულიად განსხვავებული და საინტერესო სასწავლო პროექტი.
გავეცანი პედაგოგ გულნარა გაბადაძის პროექტს ,,წიგნი თუ კომპიუტერი", ნაშრომი ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანია, იმსახურებს დადებით შეფასებას.ვუსურვებ წარმატებებს!
ReplyDeleteპედაგოგი გულნარა გაბადაძე წარმოდგენილ სასწავლო პროექტში ''წიგნი თუ კომპიუტერი'', მოსწავლეთათვის ძალიან საინტერესო საკითხებს განიხილავს. წარმატებებს გისურვებთ პროექტის განხორციელებაში.
ReplyDelete